არჩილ ჭყოიძის პრორუსული ორგანიზაციის წევრები ოდესაში არ შეუშვეს

Image

არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის „ევრაზიული არჩევანი - საქართველო“ წევრები, რომლებიც უკრაინელი ჟურნალისტების დაკავების გაპროტესტებას აპირებდნენ, ოდესაში არ შეუშვეს, - ამის შესახებ არჩილ ჭყოიძემ რუსულ მედიასაშუალებებს განუცხადა. 

 

„როგორც ცნობილია, უკრაინაში, ოდესის ოლქში, ოფიციალური კიევისგან განსხვავებული მოსაზრებების გამო ჟურნალისტები არტემ ბუზილა და ელენა გლიშენსკაია დააკავეს. ამასთან, ბუზილას მიმართ წამების სასტიკი მეთოდები გამოიყენეს“, - ამბობს არჩილ ჭყოიძე და ამატებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოპონენტებს ისევე ეპყრობა, როგორც ამას საქართველოში აკეთებდა.

 

მისი თქმით, დღეს ოდესაში ჟურნალისტებისადმი სოლიდარობის ნიშნად მხარდამჭერი აქცია იყო დაგეგმილი და ოდესაში ჩავიდა ახალგაზრდული ფღტის წარმომადგენელი მამუკა ზანდუკელი, რომელიც ქვეყანაში არ შეუშვეს და აეროპორტში ამყოფეს“, - ამბობს არჩილ ჭყოიძე.

 

მამუკა ზანდუკელი კოალიციის ახალგაზრდული ფრთისა და თავად კოალიციაში შემავალი „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ლიდერია. 

 

არტემ ბუზილა ინტერნეტგაზეთ «Взаправду» («Насправдi») რედაქტორი და "ვზგლიადის" უშტატო კორეპონდენტია. მისი წერილები პრორუსული პოზიციით იყო გამორჩეული. ის მოძრაობა "ბესარაბიის სახალხო რადის" ერთერთი დამფუძნებელია და ოდესის პროფკავშირების სახლში 2014 წლის 2 მაისს მომხდარ ტრაგედიაში, ძირითადად, ამჟამად უკრაინის ხელისუფლებაში მყოფ პირებს ადანაშაულებდა. ბუზილას ბრალად ედება "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა", რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

რედაქტორის რჩევით

გორში „ნაცმოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2020-06-26 12:41
გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის და ოფისში არსებული ნივთების დაზიანების...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც არის

2020-06-26 12:38
ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამის, რამაზ ტატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე...

პარლამენტში პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს

2020-06-26 12:29
პარლამენტში პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიურ ანგარიშს წარადგენს.
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4477
0.0256
100
RUB
 - 
4.2454
0.0357
1
USD
 - 
3.0532
0.0067