"ვოისის" არაბულ ვერსიაში დიდი ფურორი გამოიწვია 9 წლის სირიელი გოგონას ჯინა ბოუ ჰადმანის გამოსვლამ სცენაზე. მან ცნობილი სიმღერა: "დაგვიბრუნეთ ბავშვობა, დაგვიბრუნეთ მშვიდობა" შეასრულა, თუმცა, სიმღერის გაგრძელება მოწოლილი ცრემლების გამო ვერ შეძლო.
გოგონას ჟიურის წევრი დაეხმარა - ის სცენაზე ავიდა და შეწყვეტილი სიმღერა გაააგრძელა, გოგონა კი გაამხნევა, რის შემდეგაც ორივენი ამღერდნენ. "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ვიდეოს ქართული სუბტიტრებით.