
ოდესაში, პროფკავშირების სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეები არიან. მაგრამ ოდესაში პირველი მსხვერპლი არა პროფკავშირების სახლთან და სეპარატისტებს შორის, არამედ ალექსანდრეს პროსპექტზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი პროუკრაინელი აქტივისტი იყო.
იმის მტკიცებულება, რომ სეპარატისტები ოდესაში ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებული და ევრომაიდნის აქტივისტებს დამიზნებით ესროდნენ, უკრაინულმა მედიამ ფოტოების სახით გამოაქვეყნა.