-
2015-06-19 01:17
მიშა მესხი ჯერჯერობით ყველაზე ცნობილი პირია მათ შორის, ვინც მოსკოვში საქართველოს ახალგაზრდობის სახელით დაწყებულ აქციას: #savetbilisi.ru შეუერთდა. აქციის მიზანია, მოსკოვის მიერ თბილისისადმი დახმარების გაწევის ორგანიზება.
დახმარებაში, ჯერჯერობით, მხოლოდ ფინანსური დახმარება იგულისხმება. გახსნილია რამდენიმე ანგარიში, სადაც მოსკოვში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები და არამარტო ქართველები თანხას შეძლებისდაგვარად რიცხავენ. აქციის ერთერთი ორგანიზატორი საქართველოში კარგად ცნობილი გიორგი გაბედავა და ხათუნა ხოფერიას ვაჟიშვილი არიან. აქციის მონაწილეებს შორის მომღერლები თემურ თათარაშვილი და აჩი ფურცელაზეც არიან.
"поддерживаю из Тбилиси наших друзей в Москве! Нам нужна ваша помощь!" - ნათქვამია ცნობილი მსახიობის მიშა მესხის აქაუნთში ერთერთ სოციალურ ქსელში. ამ აქციაში ცნობილი მსახიობის ჩართვას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა იმ ფონზე, რომ მიშა მესხი ახალგაზრდა მოხალისეებთან ერთად, გმირთა მოედანზე გაწმენდის სამუშაოებში მონაწილეობდა.


