-
2015-06-19 00:27
წყნეთში ამ დრომდე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა და სპეცრაზმის წარმომადგენლები: მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სამთავრობო აგარაკების მიმდებარედ პერიოდულად ისმის მხეცის ღრიალი.
პირველი გამოძახებისას, უშედეგო ძებნის შემდეგ, სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს, მაგრამ ისინი ისევ გამოიძახეს და ამ დრომდე იქ არიან. ჯერჯერობით ადგილობრივ და დამსვენებელ მოსახლეობაში არავინაა ისეთი, ვინც ნადირი დაინახა, თუმცა იმას, რომ ღრიალი ისმის, ბევრი ადასტურებს. სამართალდამცველები ძებნის ოპერაციას აგრძელებენ.