
ფანასკერტელის ქუჩაზე, იპოდრომის სიახლოვეს, თორმეტსართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მიწა ჩამოწვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.
ფოტოები შემთხვევის ადგილიდან „ფეისბუქზე“ გავრცელდა. „აქ დაწყებულია ბეტონის მონსტრის მშენებლობა. დღეს დილით მთიდან მიწამ დაიწყო ჩამოშლა. ძალიან დიდი გაზის მილი უკვე ჰაერშია!“, - წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც ამ უბნის მცხოვრებია.
აღსანიშნავია, რომ მიწის ჩამოშლის ადგილას ერთი კორპუსი უკვე აშენებულია, ახლა კი მეორის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ადგილას ადრე ჭაობი იყო, თუმცა, სადრენაჟო სამუშაოები მშენებლობის დაწყებამდე არ ჩატარებულა.