
ირინა სარიშვილი აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები „აზრზე არ არიან, სად არიან“, ხოლო მათი მომხრეები სოციალურ ქსელში საშინელ აგრესიას ავლენენ.
„მე არ ვიცი, რამდენი უნდა გადაგიხადონ ან რა უფასო ლტოლვა უნდა გქონდეს მთავრობის მიმართ ისეთი, რომ მათი ინტერესი შენი შვილების უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენო“, - თქვა ირინა სარიშვილმა „არჩევანში“.
მისი თქმით, ეს ხელისუფლება 13 ივნისის ტრაგედიასთან მიმართებაში უგულავასკენ იშვერდა ხელს, ახლა კი, დღევანდელი ტრაგედიის შემდეგ ხელს ზოოპარკისკენ იშვერს.
„ჯერ ისედაც ყველა დაძაბული ვართ, რომ დავდივართ, ცას ვუყურებთ, არიქა, წვიმა არ წამოვიდესო, ახლა აღმოჩნდა, რომ აქეთ-იქეთ უნდა ვიყურებოდე, რომ ან ვეფხვი არ მეცეს, ან აფთარი... მერე დავრეკავ პატრულთან და მეტყვიან, რომ არაფერია, მომეჩვენა... აქ ნინიამ თქვა, რომ ზოოპარკში ცხოველები ვერ დათვალა ამ ხელისუფლებამო... რა გასაკვირია, რომ ცხოველები ვერ დათვალეს, ნარმანიამ თქვენს გადაცემაში მსხვერპლიც კი ვერ დათვალა... და ამას ირონიით კი არა, გულისტკივილით ვამბობ“, - თქვა ირინა სარიშვილმა „არჩევანის“ სტუდიაში.