ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, 21:00 საათზე ის მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს პირადად შეხვდება. ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომასაც დაესწრება.
ამის შესახებ თბილისი პროკურატურიდან ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ გამოსულმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. მასთან ერთად ზოოპარკის დირექტორის მოადგილეც დაიკითხა.