
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განმარტებით, თეთრი ვეფხვი ორჯერ აღირიცხა, როგორც მოკლული, რაც სამწუხარო შეცდომა იყო. - ამის შესახებ დაკითხვიდან გამოსულმა ზურაბ გურიელიძემ "მოამბესთან" განაცხადა.
ორსაათიანი დაკითხვიდან გამოსულმა ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, რომ გამოძიებამ ჩვეულებრივი კითხვები დაუსვა, თუმცა, მათი შინაარსი არ დაუკონკრეტებია. ამავე დროს, მისი თქმით, არაა გამორიცხული, დაკითხვაზე ისევ დაიბარონ:
"როცა გუშინ დავთვალეთ ცხოველები, აღმოჩნდა, რომ ეს ვეფხვი მოკლულად იყო აღრიცხული და ეს ინფორმაცია მივაწოდე ბატონ მინდიას და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რაც ჩვენი შეცდომა იყო", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.