კაცელარიის წინ ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია დაანონსდა

Image

დღეს, 20 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ამ წუთებში პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის დაკითხვა დაიწყება. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მისი თანამშრომლები პროკურატურაში დაკითხვაზე ცოტა ხნის წინ დაიბარეს.

 

განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გურიელიძის დაკითხვის პროცესს ‪საიას -ს ადვოკატი ლევან ვეფხვაძე დაესწრება.

 

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო.

 

ცოტა ხნის წინ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მტაცებელმა მამაკაცი დაგლიჯა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად აქცია "ფეისბუქზე" დაანონსდა. ივენთის აღწერაში ნათქვამია:

 

"დღეს პრემიერმა, მას შემდეგ, რაც ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძეს ერთ საათი კითხავდნენ, განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა შტაბს. გურიელიძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ბრალია რაც დღეს მოხდა.

 

ეს არის აბსურდი და აქვე ვამტკიცებ, თუ რატომ: ზოოპარკის თანამშრომლები გუშინ ამბობდნენ რომ აკლიათ ორი ვეფხვი, აფთარი და არ იყვნენ დარწმუნებული დათვზე.

 

ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება. დღეს რომდესაც პირველმა ვეფხვმა დაგლიჯა ადამიანი, სამართალდამცავები ვერ აკონკრეტებდნენ ეს იყო ლომი თუ ალბინოსი ვეფხვი. ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ან ერთი ან მეორე შეიძლება იყოს გარეთ.

 

შევიკრიბოთ, გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძის მიმართ და მოვითხოვოთ ქვეყნის და ქალაქის მთავრობის მეთეაურების გადადგომა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !