მინდია ჯანელიძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხოველები ქუჩაში არ არიან, კომპეტენტური თანამდებობის პირისგან მიიღო. "ზოოპარკი არის სახელმწიფო შპს", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერმინისტრის მსგავსად, ბოდიში მინდია ჯანელიძემაც მოიხადა. მისივე ინფორმაციით, ზოოპარკის კიდევ ორი ბინადარი - პატარა ვეფხვი და აფთარი არ არის ნაპოვნი და ამის გამო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.