
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 52 ნომერთან ვეფხვის ან სხვა გარეული ცხოველის პოვნის ფაქტი არ დასტურდება. ოგფიციალურმა პირებმა კომენტარები უკვე გააკეთეს.
ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმის წევრები, შეიარაღებული პირები ფალიაშვილის ქუცას ტოვებენ. შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფალიაშვილზე მდებარე საცხობ "გურულების" მზარეულმა ფანჯრიდან ვეფხვი დაინახა. სამართალდამცველების თქმით, შემოსული ზარი ცრუ განგაში იყო.