
ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ცრუ ინფორმაციის უნებლიედ გავრცელების გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისი თქმით, უკვე დაკითხეს და ისევ დაკითხვაზე უნდა შევიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გურიელიძე და მისი რამდენიმე თანამშრომელი უკვე დაიბარეს თბილისის პროკურატურაში.
"ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია", - განაცხადა ზურაბ გურიძელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.