
"სითიპარკი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ავტომანქანების არასწორი პარკირებისთვის მათი მფლობელების დაჯარიმება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუგებრობა იყო.
,,სითი პარკის" მიერ დღეს, მოქალაქის დაჯარიმებასთან დაკავშრებით კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ -,,"სიტი პარკის" სახელით გაცნობებთ, რომ დღეს ჩიქოვანის ქუჩაზე პარკინგ ინსპექტორის მიერ მოქალაქის დაჯარიმება იყო გაუგებრობა. რადგანაც კომპანიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოხდეს არასწორად გაჩერებული ავტომობილების დაჯარიმება. "სითი პარკი" ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და გამოწერილ ჯარიმას გადაიხდის თავად კომპანია,"- ნათქვამია ,,სითი პარკის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ფეისბუქში" რამდენიმე მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის მანქანის არასწორი გაჩერების გამო დააჯარიმეს: "შვილთან ერთად გადავედი ზოოპარკთან და მინდა გითხრათ რომ თვალით ნანახი უფრო დამრთგუნავი აღმოჩნდა. მობრუნებისას აღმოვაჩინე ეს ქვითარი.
სიტი პარკის ეს თანამშრომელი, ქალია როგორც ჩანს, დადის და აჯარიმებს ამ მიდამოებში გაჩერებულ ავტომობილებს . ალბათ ტალახიდან ამოღებულ ავტოებსაც დააჯარიმებს მას მერე როცა გზაზე დააყენებენ", - წერდა ინტერნეტმომხმარებელი.