შალვა აბულაძე ციხიდან დამ გამოიყვანა, თუმცა მას მაინც სდევნიდა და „გატრუპვით“ ემუქრებოდა

Image

„ქრონიკა+“ შალვა აბულაძის დის - სალომეს სკანდალურ ჩვენებას აქვეყნებს, სადაც სალომე აბულაძე ჰყვება, რომ სასჯელისგან ძმის გათავისუფლებას ცდილობდა და მიაღწია კიდეც, მაგრამ შემდეგ მისმა ძმამ იარაღის ტარება დაიწყო და ოჯახის წევრებს ემუქრებოდა.

 

სალომე აბულაძე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ძმა ისევ აგრესიული გახდა, ცდილობდა, რომ მისი დაკავება მომხდარიყო, რის გამოც ძმა სდევნიდა და ემუქრებოდა. სალომე ჩვენებაში წერს, რომ ძმამ საადვოკატო ბიურო გადაუწვა და მანქანა დაუზიანა, ხოლო მიმალვაში ყოფნის დროს ოჯახში მისი მეგობრები მიაგზავნა, რათა ოჯახს შალვასთვის ფული გაეგზავნა.

 

უარის მიღების შემდეგ მეგობრებმა ოჯახის წევრებს შალვა აბულაძის დანაბარები გადასცეს, რომ ის „რაღაც-რაღაცეებს“ აპირებს და „ტრუპებია“ მოსალოდნელი, რომელთა შორის პირველი, შესაძლოა, სწორედ სალომე აბულაძე ყოფილიყო.

 

ჩვენება 2015 წლის 5 აპრილით თარიღდება:

 

„თავისუფლების აღკვეთის პერიოდში მე , როგორც მისი ადვოკატი, ხშირად ვხვდებოდი ხოლმე ჩემს ძმას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვრწმუნებოდი , რომ შალვა ნამდვილად გამოსწორდა და იგი აღარ წარმოადგენდა საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი თითქოს მოექცა სარწმუნოებაზე და ცდილობდა ეცხოვრა ეკლესიური ცხოვრების წესით. მისი გადმოცემით, მუდმივად ლოცულობდა და მოძღვარს აღსარებებს აბარებდა.

 

მასში აღარ იყო აგრესია და მუდმივად შენდობასა და პატიოსანი ცხოვრების წესზე მესაუბრებოდა… ამიტომ ბევრს ვცდილობდი , რომ მომეხერხებინა სასჯელისგან მისი გათავისუფლება და შევძელი კიდეც.

 

მიუხედავად ამისა, შალვას მიერ პირობითი მსჯავრის მოხდის შემდეგ, იგი რადიკალურად შეიცვალა და კვლავ დაიწყო უკანონო ქმედებების ჩადენა, შეიცვალა ჩვენ მიმართაც, კერძოდ ძალადობდა ოჯახის წევრებზე, რამდენჯერმე ფიზიკური ძალადობა განახორციელა ჩვენი მამის მიმართ.

 

პირველი ასეთი შემთხვევის დროს ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ არ მიგვემარა სამართალდამცველი ორგანოებისთვის, ხოლო როდესაც იგივე მეორედ ჩაიდინა, მე მივიჩნიე, რომ იგი კვლავ საშიში იყო საზოგადოებისთვის , მივმართე ქ. ბორჯომის პოლიციას და განვაცხადე მისი დანაშაულის შესახებ.

 

პირობითი მსჯავრის დამთავრების შემდეგ მე მასთან აღარ მქონია ურთიერთობა, თუმცა მესმოდა, რომ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და დაუბრუნდა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასაც. ყოველივე ამის გამო მე ვცდილობდი, რომ შალვა დაეკავებინათ, რადგან მეშინოდა, რომ კიდევ ვინმესთვის არ შეექმნა საფრთხე.

 

ამის გამო ჩემს მიმართ განსაკუთრებით ნეგატიურ დამოკიდებულებას იჩენდა და მუდმივად მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების დაზიანებით. ჩემზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც და ცდილობდა მუდმივად ვყოლოდი შიშში. ამის გამო უკვე ვერიდებოდი და შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი. შალვამ ჩემზე ზეწოლის მოხდენის მიზნით დამიწვა საადვოკატო ბიურო და დამიზიანა ავტომანქანა.

 

ყველაზე ახლოს მასთან იყო ჩვენი მამიდაშვილი ლევან ხუციშვილი და მეგობარი გასან მამედოვი. ეს ორი პიროვნება ორი კვირის წინ ჩემმა ძმამ გამოაგზავნა ბორჯომში, ისინი ჩემს მშობლებთან მივიდნენ და უთხრეს რომ შალვასთვის ფული გაეგზავნათ, რადგან მიმალვაში მყოფს თანხა ესაჭიროებოდა.

 

ჩვენ უარი შევუთვალეთ, რაზედაც მათ გვითხრეს, რომ ჩემი ძმა რაღაცეებს გეგმავდა და მოკლე ხანში უნდა დავლოდებოდით „ტრუპებს“, მათ შორის , შესაძლოა , პირველი მეც ვყოფილიყავი…“- აცხადებს სალომე აბულაძე ჩვენებაში. 

 

წყარო: გაზეთი "ქრონიკა +"

 

 

MOWME.jpg

 

MOWME1.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !