ვინ მივიდა სახელმწიფო კანცელარიასთან ბიძინა ივანიშვილის ნიღბით, ერთ ხელში სტაფილოთი და მეორე ხელში - ცოცხით

Image

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე  რამდენიმე დღის წინ  სახელმწიფო კანცელარიაში ბიძინა ივანიშვილის ნიღბით, ერთ ხელში  სტაფილოთი და მეორე ხელში - ცოცხით გამოცხადდა.

 

აღნიშნულის გამო ყოფილი დეპუტატი კანცელარიის დაცვის დაწიოკებაში დაადანაშაულეს.

 

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ ამხელა ამბავი ამტყდარიყო.

 

„მზიანი დღე იყო და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიჭები გარეთ იდგნენ. ასეთი მორთულ-მოკაზმული რომ დამინახეს, გაიქცნენ და კანცელარიაში შევარდნენ, შეიკეტნენ და შიგნიდან დამიწყეს ყურება.

 

მერე სხვებთან ერთად გამოვიდნენ და შეშინებულები მომიახლოვდნენ, ვინ ბრძანდებით, რა გნებავთო.

 

ვუთხარი, ბიძინა ვარ ივანიშვილი, საქართველოს ნომერ პირველი მოქალაქე, ძალიან უკმაყოფილო ვარ თქვენი მუშაობით, და როგორც ცოცხით მოგიყვანეთ, ისე ცოცხით უნდა გაგხვეტოთ-მეთქი და გამექცნენ.

 

იქვე იდგა  პრემიერის დაცვის მანქანაც, გადმოვიდა ერთი ზრდილობიანი ახალგაზრდა და მთხოვა, იქნებ ნიღაბი მოიხსნათ და დაგვენახოთო. ნიღაბი არ მომიხსნია. სტაფილო გავუწოდე. ვუთხარი, ღამის 10 საათზე გამოწურეთ ამის წვენი და შიშისგან გიხსნით-თქო", - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

 

მეგი გოცირიძის თქმით, ხელისუფლებაში  მეცოცხეები არიან, მათი გერბი არის ცოცხი, ხოლო ჰიმნი - შალახო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !