სვანეთში სულების მასპინძლობის კვირეული – „ქუნარეში“ იწყება

Image

ძველესი ტრადიიციის მიხედვით, სვანეთში სულების კვირეული – ე.წ. „ქუნარეში“ ახალი წლის მეორე კვირას, ხუთშაბათს იწყება და 7 დღე გრძელდება.

 

ირკვევა, რომ გარდაცვლილ წინაპართა ოჯახში „მიღების“ წესი სვანეთის სხვადასხვა სოფლებში განსხვავდება.

 

ზოგიერთგან „სტუმრის მიღების დღეს“ ოჯახის უფროსები სანთლებითა და კვერებით ეკლესიაში მიდიან და უფალს სთხოვენ, სულების მასპინძლობის უფლება მისცეს, შემდეგ კი ანთებული სანთლებითვე შინ ბრუნდებიან და „სტუმრებს“ ელიან.

 

სწამთ, რომ სულს ისე უნდა ეთაყვანო, როგორც უფალს. ტრადიციის მიხედვით, ოჯახი „სტუმრად მომავალი“ გარდაცვლილი წევრის დასახვედრად „სულების კვირეულის“ პირველ დღეს განსაკუთრებულად ემზადება.

 

მზადდება სამი სანთელი, სხვადასხვა კერძები,  მათ შორის – კვერები. საღამოხანს იშლება ისეთივე სუფრა, როგორითაც ჩვეულებრივ დღეებში ძვირფას სტუმრებს ხვდებიან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველა კერძი ცხელი და ხელუხლებელი იყოს (გადმოცემის თანახმად, სული კერძების ორთქლით იკვებება).

 

მაგიდაზე ანთებენ სამ სანთელს, ღუმელში უკეთებენ საგანგებოდ ამ დღისთვის მოჭრილი კაკლის ტოტის ნაჭერს, აღებენ ყველა შემოსასვლელ კარს, ოთახში სინათლეს აქრობენ, ოჯახის შინ მყოფი ყველა წევრი კი გაშლილი სუფრის ირგვლივ იკრიბება და „სტუმარს“ ფეხზე მდგომი ასე ხვდება.

 

რამდენიმე წუთში ოჯახის უფროსი მოსულ „სტუმრებს“ ლოცავს, რომ მათი მისვლა სახლში ფეხბედნიერი იყოს და სითხით სავსე ჭიქიდან (სასმელი წყალი ან ღვინო) რამდენიმე წვეთს იატაკზე ღვრის (ესეც სვანების უძველესი წესია: მიცვალებულის შესანდობარისას ჭიქიდან რამდენიმე წვეთს იატაკზე, ან სუფრაზე მდგომ სხვა ჭურჭელში აქცევენ, რასაც „წადგმა“ ეწოდება).

 

ეს რიტუალი მან სამჯერ უნდა შეასრულოს, რის შემდეგაც მას ოჯახში მყოფი ყველა წევრი უერთდება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ სანთლებს აქრობენ და ოჯახს შეუძლია, ივახშმოს. ამ წესის – „წადგმის“ შესრულება სავალდებულოა კვირის განმავლობაში ყოველ დილას და საღამოს, თუმცა სასურველია შუადღითაც. ყოველ ჯერზე კერძი უნდა იყოს ცხელი, პური კი – ახალი, ისევე, როგორც სასმელი.

 

ამასთან, გადმოცემის მიხედვით, ძალზე მნიშვნელოვანია, „მასპინძლობის“ ერთკვირიან პერიოდში ოჯახში სიმშვიდე სუფევდეს, დაუშვებელია ჩხუბი და არეულობა. ოჯახის უმცროსი წევრები კითხულობენ ზღაპრებს. ზოგადად, სუფევს დადებითი განწყობა.კვირის განმავლობაში ერთი დღე მარხვისაა. წელს ეს დღე ნათლისღებას ემთხვევა. სავალდებულოა, რომ ოჯახის ყველა წევრმა ამ დღეს დაიცვას მარხვა, ხოლო ვინც დაარღვევს, შემდეგ დღეებში „წადგმას“აღარ უნდა დაესწროს.

 

მარხვის დღეს სუფრაზეც მხოლოდ სამარხო კერძები იდგმება და აუცილებელია ხილი. „სულების კვირეულის“ ერთ–ერთი ასევე ძალზე მნიშვნელოვანი დღე არის კვირა. გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს გარდაცვლილთა სულებს კრება აქვთ და ადგენენ იმ პირთა სიას, ვინც მიმდინარე წელს დატოვებს სააქაოს. ამ დღეს „წადგმა“ მხოლოდ საღამოს ხორციელდება.

 

რაც შეეხება კვირეულის ბოლო დღეს, როდესაც ოჯახში მისული „სტუმრები“ ტოვებენ მასპინძლებს, სუფრა ამ დროსაც განსაკუთრებულ იერს იძენს, ისევე, როგორც პირველ დღეს. ოჯახის უფროსი მათ სთხოვს, ოჯახს და მის ყველა წევრს მფარველობა გაუწიონ და კეთილი ფეხი დაუტოვონ. „წადგმის“ რიტუალი, ისევე, როგორც პირველ დღეს, ამ დღესაც სამჯერ სრულდება.

 

ასევე სრულად უნდა დაიწვას მასპინძლობისთვის მომზადებული კაკლის ტოტი. „გაცილების“ ჟამს ოჯახის ყველა წევრი კარისგან ზურგით დგება, ოჯახის უფროსი კი წინასწარ მომზადებული რძისა და ღვინის ნაზავით ჭიშკრამდე კვალს ტოვებს, თან აქვს სამი კვერი და დარჩენილი სანთელი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ყოველ „წადგმაზე“ ინთება და მიაცილებს სტუმრებს, თან გზა მშვიდობისას უსურვებს.

 

კვერებს და ანთებულ სანთლებს ჭიშკართან ტოვებს, რათა სანთელმა მიმავალთ გზა გაუნათოს. ოჯახის დანარჩენ წევრებს ამ რიტუალისთვის თვალის დევნების უფლება არ აქვთ, მთელი ამ პროცესის განმავლობაში კარისკენ ზურგით დგომას განაგრძობენ და ამ პოზიციას მხოლოდ ოჯახის უფროსის სახლში შებრუნების შემდეგ ტოვებენ და ვახშმობენ.

 

გადმოცემის მიხედვით, შორეულ წარსულში სახლში ერთი კვირით დაბრუნებული გარდაცვლილი ახლობლის ხილვა შესაძლებელი იყო, თუმცა ერთ–ერთმა დედამ ვერ გაუძლო მონატრებას, გარდაცვლილ შვილს მოეხვია და ამით ამიერ და იმიერ სამყაროს შორის საზღვარი დაარღვია, რის შემდეგაც სტუმრად მოსული სულები უხილავები გახდნენ. 

frontnews.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !