
დაახლოებით 23: 30 საათზე თბილისში, ლვოვის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
დაპირისპირების შესახებ ბლოგერი წერს, რომელმაც შემთხვევის ადგილზე ფოტოც გადაიღო. თვითმხილველზე დაყრდნობით „ივერიელი“ იტყობინება, რომ ერთ ახალგაზრდას 6–7 ბიჭი ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ადგილზე გამოცხადებულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა სიტუაციის განმუხტვა მოახერხეს. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდა მსუბუქად დაშავდა.