
უამინდობის გამო ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია.
ჩარჩენილი ავტომობილების მგზავრები ადგილობრივმა სამართალდამცველებმა იქვე მცხოვრებ ოჯახებში გადაანაწილეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.
ვითარებას ართულებს ძლიერი ქარბუქიც.
საქართველოს მაღალთიან რაიონებში, თოვლის საფარის მატების გამო, რამდენიმე მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული ან აკრძალულია.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფასანაურიდან გუდაური-კობის მონაკვეთზე არის შეზღუდული ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების მიზეზით.
რაც შეეხება ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარს და ნინოწმინდა-ფარავანს, აღნიშნულ მონაკვეთზე არის ძლიერი ქარბუქი და შესაბამისად, შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება.
მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით ნაქერალას უღელტეხილზე, ლენტეხის მიმართულებით და მესტიის მიმართულებით.
„დანარჩენი ყველა მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება არის შეუფერხებელი. ადგილზე არის მობილიზებული შესაბამისი სამსახურები,“ - განუცხადა რუსთავი2-ს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.
გუდაურში და ჯვრის უღელტეხილზე თოვლის საფარი 170 სანტიმეტრია, აღნიშნულ მონაკვეთზე თოვა 9 იანვრამდე გაგრძელდება;
10 იანვრიდან სინოპტიკოსები გამოდარებას ელოდებიან.