ქართველი სანტა-კლაუსების სახალისო ისტორიები

Image

თბილისში სანტა კლაუსის, თოვლის ბაბუის და ფიფქიების გამოძახების რამდენიმე ორგანიზაცია ფუნქციონირებს.

 

მათი თანამშრომლები ყველაზე უცნაური და საინტერესო გამოძახებების ამბებს იხსენებენ.

 

,,დამიძინე ბავშვი, სანტა!"

 

შარშან, გამოძახებაზე მისულ სანტას, ოჯახში მთელი ღამის გათენებამ იმის გამო მოუწია, რომ მშობლები პატარას ვერ აძინებდნენ. 12 საათზე მისულ სანტას ოთხი წლის გოგონა სახლიდან აღარ უშვებდა და დაჟინებით სთხოვდა, მიმღერეო. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ერთადერთი შვილის ახირება საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რადგან სანტა კლაუსმა დანარჩენი შეკვეთები გააუქმა.

 

სანტა და ნიშნობის ბეჭდი

 

სანტა კლაუსი: "ახალი წლის წინა დღეებში უამრავი ზარი შემოდის. ბევრი უცნაური შეკვეთა შემისრულებია, მაგრამ გამორჩეული ერთი იყო. ერთხელ ჩვენს სერვისცენტრში ახალგაზრდა კაცი მოვიდა.

 

იკითხა სერვისის ღირებულება და, როდესაც ყველაფერი ავუხსენით, დიდი მორიდებით მითხრა, - სათხოვარი მაქვსო. ერთი თვეა, შეყვარებულთან ნაჩხუბარი ვარ. მინდა, ცოლობა ვთხოვო და ნიშნობის ბეჭედი შენ მიუტანოო. უარი არ მითქვამს და ზუსტად 31 დეკემბერს, 12 საათი რომ გახდა, მითითებულ მისამართზე მივედი.

 

კარი ოჯახის უფროსმა გამიღო და გაოცებულმა მკითხა, - ოჯახში ბავშვი არ გვყავს და ვინ გამოგიძახათო? რა ვქნა, დამიკვეთეს, რომ ამ მისამართზე მოვსულიყავი და საჩუქარი გადმომეცა-მეთქი. სტუმარი ღვთისააო და ოჯახში შემიპატიჟეს. გაშლილ სუფრასთან გოგონები ისხდნენ. რამდენიმე ჭიქის მერე იმ გოგონას სახელი ვიკითხე, რომლისთვისაც საჩუქარი უნდა გადამეცა.

 

ერთმა ღიმილით დამიქნია თავი. მეც ჩანთიდან ლამაზად შეფუთული საჩუქარი ამოვიღე და გადავეცი. რომ გახსნა, ბედნიერებისგან კივილი დაიწყო. მაშინვე დაურეკა ნაჩხუბარ შეყვარებულს და უთხრა, რომ ძალიან უყვარდა. დღეს ეს ახალგაზრდები პატარას ელოდებიან. მათი პირველი შვილის თოვლის ბაბუა კი მე უნდა ვიყო...

 

,,ოჯახი დამილოცე, სანტა!"

 

ამბავი, რომელიც ერთმა „სტაჟიანმა“ სანტამ გვიამბო, ჰოლივიდური ფილმის სიუჟეტს ჰგავს, თუმცა შარშან საქართველოში მოხდა: "სანტა კლაუსის სამსახური დეკემბრის დამდეგს იწყება და იანვრის ბოლომდე გრძელდება. ვცდილობთ, ამ მოკლე დროში გარკვეული ფინანსური სარგებელი ვნახოთ. ყოველთვის, როდესაც გამოძახებაზე გავდივართ, ოჯახის უფროსები სუფრასთან გვეპატიჟებიან და თითო ჭიქა ღვინოსაც გვთავაზობენ.

 

შარშან, 31 დეკემბერს,  15 გამოძახება მქონდა. პირველად ვაკეში წავედი. დიასახლისი ქართველი გახლდათ და მამაკაცი - ამერიკელი. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ, წიწილებივით ყვითლები და საყვარლები. როგორც ჩანს, ამერიკელ სიძეს ქართული ტრადიციები კარგად ჰქონდა ათვისებული და ოჯახში ფეხის შედგმისთანავე სუფრასთან მიმიწვია - არც ქართული კერძები აკლდა და არც უცხოური, სასმელიც ბლომად იყო.

 

ოჯახის უფროსმა - ჯერ ჩემი ქვეყნის სასმელს გაგასინჯებ და მერე ქართული ღვინით ოჯახი დამილოცეო. უარი არ მითქვამს, ბოკალში რამდენიმე სასმელი ერთმანეთში აურია და მომაწოდა, 200 გრამიც არ იქნებოდა. იმის გამო, რომ კიდევ რამდენიმეგან უნდა მივსულიყავი, ოჯახი დავლოცე და ბოკალი ბოლომდე გამოვცალე.

 

მაშინვე თავბრუ დამეხვა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ბავშვებს საჩუქრები გადავეცი, სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და წამოვედი. მოვდივარ და ვხვდები - ძალიან მცხელა, მოვიძვრე ულვაში, მოვიხადე ქუდი და რომ არ წავქცეულიყავი, კიბეზე ჩამოვჯექი. აი, მერე კი არაფერი მახსოვს. დილით პატარა გოგონას კივილმა გამომაღვიძა - სანტა მოკვდაო...

kvirispalitra.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !