-
2014-12-30 12:37
ორიოდე კვირის წინ 19 წლის დათო ხარაზიშვილი მასზე შეყვარებულმა გოგონამ სახლიდან მოტყუებით გაიყვანა.
გარეთ მას გოგონას მამა, ბაბუა, ბიძა დახვდნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს.
დათო ხარაზიშვილს ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნებოდა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ უკვე დააკავა 1979 წელს დაბადებული მამაკაცი.
„სარკე“ გარდაცვლილის დედას 43 წლის ხათუნა ელიზბარაშვილს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, 15 წლის გოგონა მისმა შვილმა გაზაფხულზე გაიცნო.
„მითხრა ბავშვია და გაზრდის თავი არ მაქვსო. იმ გოგოს რომ უყვარდა ეს ვიცოდით.
დათოს საიმისოდ იწვევდა რომ ენახა, შეხვედროდა. ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ თავის შემოსაღება უნდოდა. სხვა დასკვნამდე ვერ მივდივარ.
დათო ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობდა. ყველაფერი ამ გოგოს ბრალია. ამიტომ მარტო მამის კი არა, ყველას დასჯას ვითხოვ.
სამივენი, მამაც, ბაბუაც და ბიძაც თანამონაწილეები არიან. ეს დანაშაული ერთად ჩადენილი მკვლელობაა.
ყველაფერს ვაკეთებდი ორ-სამ ადგილას ვმუშაობდი, რომ დათოსთვის ბინა მეყიდა, მაგრამ ახლა მხოლოდ საფლავი დამრჩა გასაკეთებელი“, - მწუხარებით აღნიშნა ხათუნა ელიზბარაშვილმა.
„სარკე“