-
2014-05-06 23:34
სარეკლამო რგოლს, რომელიც "იუთუბზე" 2011 წლის თებერვალში განთავსდა, 5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. რამდენიმე დასავლურმა გამოცემამ კლიპს მაშინვე უწოდა "ყველაზე ადამიანური" და "მიზანში მოხვედრილი". სარეკლამო რგოლს "რეკლამა, რომელმაც მსოფლიო აატირა" დაარქვეს.
ზოგიერთმა ვიდეო სინამდვილედაც კი აღიქვა: მათ ვიდეორგოლი სოცქსელებში გაავრცელეს წარწერით: "აი, რა შეუძლია დედას". ფაქტია, რომ ვიდეორგოლს გულგრილი არავინ დაუტოვებია. ერთ-ერთ გამოცემაში ფსიქოლოგთა მიერ მომზადებული წერილიც გამოქვეყნდა, სადაც კოლეგებს სთავაზობენ, ადამიანური გრძნობების შესასწავლად სწორედ ეს ვიდეო გამოიყენონ.
წერილში მცირე ექსპერიმენტზეა მოთხრობილი: 30 მამაკაცისა და 30 ქალისგან ორი ჯგუფი შექმნეს. პირველ ჯგუფს წინასწარ აუხსნეს, რომ რეკლამა უნდა ენახათ და ვიდეო ჩაურთეს.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, ჯგუფის წევრთა 80%-მა იტირა, ხოლო მეორე ჯგუფში, სადაც ბოლო კადრამდე არ იცოდნენ, რომ რეკლამას უყურებდნენ, ატირებულთა რაოდენობამ 93% შეადგინა...