-
2017-06-12 12:21
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ბირჟა მაფიის“ დაკავებული წევრების პროცესი დღეს ჩაინიშნა. ბრალდებულ მიხეილ მგალობლიშვილის პროცესი 14:00 საათზე, ხოლო გიორგი ქებურიას საქმეზე სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.
სავარაუდოდ, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვლებათ და გათავისუფლდებიან.
ორივე ბრალდებულის საქმეს სააპელაციო სასამართლოში ერთი მოსამართლე განიხილავს.
როგორც ცნობილია, პროკურატურა თანახმაა, რომ „ბირჟა მაფიის“ დაკავებულ წევრებს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოთ.
გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.