
უკრაინის მარლთმადიდებლური ეკლესიის ლუცკისა და ვოლინსკის ეპარქიის მიტროპოლიტი მიხეილი (ზინკევიჩი) მრევლს ქადაგებისას ეუბნება, რომ უნდა ილოცონ არა ოკუპანტების (რუსულ), არამედ უკრაინულ ენაზე.
მისივე თქმით, ყოველი სანთელი, რომელსაც უკრაინელები მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიაში ყიდულობენ, მათი შვილების მოსაკლავად ნაყიდი თითო ვაზნის ტოლფასია.
"უკრაინა მარადიულია. ჩვენ დავმარხავთ ყველას ვინც ჩრდილოეთით იყურება. ბევრი დავმარხეთ და დარჩენილებსაც დავმარხავთ", - ამბობს ის.