
ლუდსახარშ "ზედაზენში" 23 მარტს უკვე ჩამოისხა პირველი "გაქართულებული" "ბავარია". ლეგენდარული ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ "ზედაზენისთვის" უპრეცენდენტო გამონაკლისი დაუშვა. *
"გერმანელებს ძალიან მოეწონათ დანადგარები, ხარისხი, კომპანიის სწრაფი განვითარება დროის ესოდენ მცირე მონაკვეთში. ჩვენმა ქარხანამ ვალიდაცია გაიარა და მოგვცეს უფლება, ლუდი ჩამოვასხათ როგორც შუშაში, ასევე პეტსა და ქილაში“, - განაცხადა კომპანია „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.
პირველ ჩამოსხმას ლუსახარშ "ზედაზენში" მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლები, თავად მწარმოებლების შემდეგ პირველები იყვნენ, ვინც "ბავარია" დააგემოვნა.
„ბავარიას“ ქარხნები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია, რომელთაგან მხოლოდ ერთი ქარხანა წელიწადში 6 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდის რეალიზაციას ახდენს.
* სარეკლამო სტატია