ცეზარ ჩოჩელი თემურ ჭყონიას პასუხობს: „თუ ასე შესტკივა გული ქვეყანაზე, ერთი თანამედროვე ქარხანა მაინც ააშენოს“

Image

„კოკა-კოლა საქართველოს“ ხელმძღვანელის თემურ ჭყონიას ბრალდებების საპასუხოდ ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ ის მართლაც იყო უალკოჰოლო სასმელებზე მარკირების შემოღების წინააღმდეგი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარჯები კომპანიებს დააწვებოდა და ეს სამომხმარებლო ფასებზე აისახებოდა:

 

„ეს პრობლემა მოხსნილია, რადგან თავის თავზე ხარჯი სახელმწიფომ აიღო და სხვა პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ, რატომ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი? და თუ თემურ ჭყონია ისევ ამის წინააღმდეგია, მაშინ ისღა დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ მის კომპანიას მართლაც აქვს აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული პრობლემა და ახალი რეგულაცია არ სჭირდება. თუკი არა აქვს დაფარული პროდუქცია, მაშინ აწარმოოს კონტროლი სახელმწიფომ, რა პრობლემაა?“, - ამბობს ცეზარ ჩოჩელი „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში.

 

შეგახსენებთ, „კომერსანტთან“ საუბარში თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ კომპანია „ზედაზენმა" პრინციპს უღალატა და შეთანხმებას გადაუხვია. ასე შეაფასა ჭყონიამ 29 სექტემბერს „ზედაზენის" ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურის მონახულება ფინანსთა მინისტრის მიერ. შეხვედრაზე „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა განაცხადა, რომ ქარხანა ტექნიკურად მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაუქვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები.

 

ცეზარ ჩოჩელი კი აცხადებს, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა თემურ ჭყონიას მხრიდან „ზედაზენის“ მისამართით გამოთქმული ვარაუდი, თითქოს კომპანია ხელისუფლებასთან გარიგებაში შევიდა:

 

„ბატონმა თემურმა თქვა, რომ აქვს საფუძვლიანი ეჭვი თუ ვარაუდი, თითქოს ჩვენ შევედით ხელისუფლებასთან გარიგებაში. მინდა ცალსახად და გამოკვეთილად განვაცხადო, რომ ჩვენ არასდროს არავისთან შევსულვართ და არც შევალთ გარიგებაში. მეტსაც გეტყვით, მგონია, რომ სწორედ თავად შედის გარიგებაში ხელისუფლებასთან, რადგან არც ერთ დროს, არცერთი ხელისუფლების პირობებში, მის ბიზნესს არავინ არ შეხებია“, - ამბობს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.

 

რაც შეეხება თემურ ჭყონიას მიერ თავისი პოზიციის იმით გამართლებას, რომ დაუშვებელია, სახელმწიფომ უცხოურ კომპანიებს ფული გადაუხადოს, როცა ირგვლივ ამდენი გაჭირვებულია, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი მცირდება, ცეზარ ჩოჩელი ამბობს:

 

„თუ ასე მივუდგებით, მაშინ ის რით აიხსნება, რომ ლუდის მწარმოებელ ყველა კომპანიაში, მათ შორის, მის ქარხანაშიც, 2012 წლიდან დადგმულია ეს აპარატურა და იქ წარმოებულ ლუდს დიდი სეგმენტი უჭირავს ბაზარზე? რაც შეეხება სახელმწიფოზე ზრუნვას:
პრობლემატური სიტუაციიდან გამოსვლა საქმის მიმართ ახლებურ მიდგომას მოითხოვს, ხოლო ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას კატასტროფულად ეშინია სიახლის. სიახლის შიშს კაინოფობია ჰქვია.

 

ბატონ თემურს ჩვენ დავეხმარებით ამ შიშის დაძლევაში. უფრო მეტიც, ვთავაზობთ, მოვიდეს ჩვენთან ქარხანაში და მასაც და მის უკლებლივ ყველა კონსულტანტს, ვისაც ეშინია დანერგოს სიახლე, ჩვენ ჩავუტარებთ კონსულტაციებს. ახალ ტექნოლოგიებს, ევროსტანდარტებს, მაღალ ხარისხსა და გამჭვირვალობას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ნამდვილად იმსახურებს.

 

თუ ბატონ თემურს ასე ძალიან შესტკივა გული სახელმწიფოზე და ქვეყნის მომავალზე, ერთი თანამედროვე ქარხანა მაინც ააშენოს“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი „აფხაზეთის ხმასთან“ ინტერვიუში.

 

შეგახსენებთ, ბიზნესმენი თემურ ჭყონია მკვეთრი განცხადებებით არაერთხელ გამოსულა. "კოკა კოლა საქართველოს" ხელმძღვანელმა 2013 წლის მარტში განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი მხოლოდ ქართულ "კოკა-კოლას" სვამს და დაახლოებით ორი ათას ყუთს წელიწადში მხოლოდ მისთვის ყიდულობენ. ამასთან, ჭყონიამ არ დააკონკრეტა, ვინ აძლევს შეკვეთას კომპანიას. ასევე, ჭყონიას ეკუთვნოდა ოკუპირებულ აფხაზეთში "მაკდონალდსის" გახსნის იდეა. 

რედაქტორის რჩევით

თავდასხმა ჩინეთში, რომლის შედეგად 51 ბავშვია დაზიანებული

2019-11-12 19:15
ჩინეთში კაიუანის ქალაქში, საბავშვო ბაღში შეჭრილმა მამაკაცმა ბავშვები დააზიანა.

რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ ვენეციას ვესტუმრებით

2019-11-12 18:41
ქალაქი წყალზე - ყველა ოცნებობს ვენეციის სილამაზით ტკბობაზე, თუმცა სამყაროს ამ მშვენიერ ადგილს...

"ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

2019-11-12 15:20
"ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების ინტენსიური მონიტორინგი ხორციელდება

2019-11-12 12:56
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო 4 თვეა საავადმყოფოების მონიტორინგს...
რჩეული ვიდეოები

„soul” - ახალი გულში ჩამწვდომი ანიმაცია Pixar-ისგან

2019-11-11 13:30
„სული“ - ასე ქვია Pixar-ის ახალ შემოქედებას, რომელიც მაყურებელში მძაფრ ემოციებს გამოიწვევს.

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2697
0.0010
100
RUB
 - 
4.6355
0.0031
1
USD
 - 
2.9633
0.0020

გუშინ:

ჰიტები:562 უნიკალური:444

მიმდინარე:

ჰიტები:475 უნიკალური:400