-
2014-12-28 13:37
ეკონომიკის ექსპერტის, რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკა აქვს, რის გამოც პრობლემები მომავალ წელსაც იქნება.
„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ყოველდღე სვამთ თითო ჭიქა ღვინოს.
თითო ჭიქა ღვინო ყოველდღე არის წამალი, მაგრამ, თუ თქვენ 365 ჭიქას დალევთ ერთ დღეში, თქვენ გახდებით ლოთი და, შეიძლება, ვერც გადარჩე.
მთლიანობაში რა ტემპით მიაწოდებ ფულს ეკონომიკას, შედეგიც იმნაირი იქნება.
თუ ერთბაშად გამოიტან 500 მილიონს, მაშინ ეს აისახება ფასებზეც და ლარის კურსზეც,“ - ამბობს რომან გოცირიძე.