
2015 წლის 1 იანვრიდან რუსეთის ფედერაციაში პროდუქტის შეტანის წესებში ცვლილებები შედის, რომელთა მიხედვითაც ხილი და ბოსტნეული კარანტინს დაექვემდებარება.
ასევე, კარანტინში ხვდება თხილი, ჩაი და სხვა პროდუქცია. მათი შეტანა აკრძალული იქნება ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან.
ზემოთჩამოთვლილი პროდუქტების შეტანა რუსეთში კაცზე მხოლოდ 5 კგ-ს ოდენობით იქნება შესაძლებელი. ქვეყანაში პროდუქტების დიდი რაოდენობით შეტანის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სათანადო სერტიფიკატი და „როსსელხოზნადზორის“ ნებართვა.