
თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც სახელფასო დანამატებისა და ხელფასების 70 პროცენტიან ზრდას გულისხმობს.
დღემდე საკრებულოს თანადებობის პირები ხელფასის სახით 2 ათას 100 ლარს იღებდნენ, უკვე იანვრიდან ისინი 3 ათას 500 ლარიან ანაზღაურებას აიღებენ.
საკრებულოს წევრთა გაზრდილ მადას „რესპუბლიკელები“ აპროტესტებენ.
დავით ბერძენიშვილის თქმით, საკრებულო არაკვალიფიციური ადამიანებით არის დაკომპლექტებული.
„როდესაც არაკვალიფიციურ, პოლიტიკური მოტივაციის არმქონე ადამიანებს, ვინც სამსახური იშოვა, შეიყვან ქვეყნის მეორე წარმომადგენლობით ორგანოში, 800 მილიონიანი ბიუჯეტის განმკარგავ ორგანოში და იღებ ასეთ უპასუხისმგებლო შედეგებს, ბუნებრივია ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ წარმდგენ პარტიებს, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსაც,“ - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
http://rustavi2.com/