ბათუმი kempinski-ს გარეშე დარჩება, სამაგიეროდ ის თბილისში, ბოტანიკური ბაღის გვერდით აშენდება

Image

„კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ მსოფლიო ბრენდი „kempinski" ბათუმში სასტუმროს მართვაზე უარს ამბობს. კომპანიის მიერ „კომერსანტისთვის" გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ პროექტი, რომლის მართვაზეც შეთანხმება არსებობდა „kempinski" ბრენდის ქვეშ აღარ იქნება.

 

მათივე თქმით, „kempinski" ფოკუსირებულია საკვაძო მიმართულებებზე და ქალაქებზე. სათაო ოფისის განმარტებით „kempinski"-ს თბილისში ახალ პროექტთან დაკავშირებით აქვს შეთანხმება და ელოდება მის განვითარებას. სასტუმრო ქალაქის საუკეთესო ადგილზე, ბოტანიკური ბაღის გვერდით მდებარეობს, მისი გახსნის თარიღი კი უახლოეს მომავალში გაცხადდება.

 

„kempinski" სასტუმროს პროექტს ავსტრალიური კომპანიის ქართული შვილობილი „ჯი-აი-ემ-ჯი" ახორციელებს. კომპანიის დირექტორი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სასტუმროს ოპერატორის შეცვლის საკითხი არ განიხილება რადგან მოლაპარაკებები „kempinski"-სთან გრძელდება. თემურ გამცემლიძე ამბობს, რომ "kempinski"-ის გადაწყვეტილება სავარაუდოდ პროექტში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება, რაც პროექტის ფუნქციონალური ზონების გადანაწილებას ეხება.

 

მისივე ინფორმაციით, პროექტის ერთი ბლოკი უკვე დასრულებულია, უახლოეს 3 თვეში კი დამატებით მეორე ბლოკი გაეშვება ექსპლუატაციაში, სადაც საცურაო აუზია განთავსებული. „ჯი-აი-ემ-ჯის" დირექტორის თქმით, სასტუმროს გარდა პროექტში გასართობი ცენტრები, კაზინოები, საგამოფენო, ბოულინგ, ფიტნეს და სპაცენტრები განთავსდება.

 

აღნიშნული პროექტი „ჯი-აი-ემ-ჯის"- თვის პირველი პროექტია მისი დასრულება 2016 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. ინვესტიციის მოცულობა კი 150 მილიონი დოლარია.

 

ამავდროულად, benewsbatumi.com აქვეყნებს იმ პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც აჭარაში აღარ განხორციელდება: 

 

”TRUMP TOWER”_ისა და “Holiday inn”_ის , შემდეგ აჭარიდან კიდევ ერთი მსხვილი ინვესტორი გაიქცა, რადიო „კომერსანტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, საოცრებათა მოედანზე მშენებარე სასტუმრო “Kempinski” ბრენდის ქვეშ აღარ იფუნქციონირებს, გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობაში ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ.

 

ასევე შეჩერდა : “Hotel Reina”,-ს მშენებლობა ევროპის მოედანზე, სასტუმრო ” hotelprincess”,- ას მშენებლობა, სასტუმრო “პონტო”-ს მშენებლობა ახალ ბულვარში, გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტზე სასტუმრო “პიაცა ალტა”-ს მშენებლობა, ასევე აღარ შენდება და ინვესტორმა უარი განაცხადა სასტუმრო “ibis” -ის მშენებლობაზე, შეწყვეტილია და არ ფუნქციონირებს ქობულეთის ტურისტულ ზონაში ინვესტიციების განხორციელება.", - წერს გამოცემა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !