„ყაზახეთი ქართული ბიზნესიდან გადის" სტატია ყაზახურ მედიაში, ყაზახური ინვესტიციის რისკები

Image

ყაზახეთის ელჩი საქართველოს მთავრობას განცხადებებიდან კონკრეტულ ქმედებაზე გადასვლას ურჩევს. ერმუჰამეთ ერთსიბაევი გაზეთ „Financial"-თან აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული საინვესტიციო რისკები და ყაზახმა ბიზნესმენებმა დანაკარგებიც მიიღეს საქართველოში.

 

ელჩი ამბობს, რომ კომპანია „aksai", რომელმაც 5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა ნავთობის მოპოვების სამუშაოებისთვის,  2013 წელს მთავრობის გადაწყვეტულებით ლიცენზია გაუუქმდა, „aksai"-მ მთავრობის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სასამართლოში გაასაჩივრა თუმცა 5 მილიონის ზარალი განიცადა.

 

ერმუჰამეთ ერთსიბაევი განმარტავს, რომ ასეთი ფაქტები ბიზნესსაზოგადოებაში სწრაფად ვრცელდება. შედეგად კი კომპანიები სიფრთხილით ეკიდებიან ინვესტირების საკითხს. ყახაზეთის ელჩი ამბობს, რომ  მოსახლეობასთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ჩანს, რომ ხალხის მოთხოვნები გაცილებით მაღალია, ამიტომ მთავრობამ მეტი ფოკუსირება უნდა მოახდინოს ეკონომიკურ რეფორმებზე.

 

ერთსიბაევის ინფორმაციით, ყაზახეთის ნაციონალურ ფონდში 110 მილიარდია მობილიზებული და ყახაზეთს შეუძლია ინვესტიცია „kaztransgas-Tbilis"-ის ბუნებრივი აირის მილსადენის განვითარებაში  ჩადოს თუმცა ამ ეტაპზე ეფექტურ თანამშრომლობა  მხარეებს შორის არ ჩანს.

 

ელჩი "kaztrangas"-ში  ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ 2009 წლის შემდეგ, რაც კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა „kaztrangas" ძველი მენეჯმენტის დაბრუნების შესახებ განცხადება, რამდენჯერმე გაკეთდა, და დროა კომპანია ყაზახებს დაუბრუნდეს.

 

მისივე ინფორმაციით, ყაზახეთის პრემიერმა ღარიბაშვილს შესთავაზა თანამშრომლობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ბოლო პერიოდში საქართველოში ყაზახური ბიზნესის თემა აქტუალური და სკანდალურიც კი გახდა.

 

განსაკუთრებით რეზონანსულია  „ყაზტრანსგაზ თბილისის“ საქმე, რომლის დაბრუნებაც ყაზახურ მენეჯმენტს დიდი ხანია სურს და ბოლო ინფორმაციით, ამას სავარაუდოდ მომავალი წლის იანვრისთვის შეძლებს. ამასთან, როგორც უკვე ვიუწყებოდით, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ 100%–იანი წილის გაყიდვას ყაზახეთის ხელისუფლება 2015 წლისთვის გეგმავს.

 

სწორედ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თემა გახდა ყაზახური მედიის მიერ ვრცელი სტატიის გამოქვეყნების საფუძველი, რომლის სათაურიც ასეთი იყო – „ყაზახეთი ქართული ბიზნესიდან გადის.“

 

რამდენიმე კვირის წინ ასტანაში საქართველოს ხელისუფლების დელეგაციის ვიზიტი შედგა. მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყაზახეთს საქართველოში დიდი ინვესტიციებით შემოსვლის სურვილი აქვს.

 

ამ ეტაპზე საქართველოში 90–მდე ყაზახური კომპანია მოქმედებს.

 

წყარო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !