დარიალის ხეობაში გზის გახსნა გადაიდო

Image

დარიალის ხეობაში  დაგეგმილი გზის გახსნა, რომელიც 12.00 საათისთვის იყო დაგეგმილი,  გადაიდო.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამთენიისას დარიალში კვლავ ამუშავდა სასიგნალო სისტემა, რის შემდეგაც განხორციელდა ხალხის ევაკუაცია.

 

მოხდა მცირე ჩამოშლები და თერგის ადიდებამ კვლავ დააზიანა გარკვეული მონაკვეთები.

 

მათივე ინფორმაციით, დარიალის ხეობაში უკვე მობილიზებულია ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ტერიტორიაზე გზის გაწმენდა დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

შედარებით რთული ვითარება იყო სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩრდილოეთით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, სადაც ადიდებულია მდინარე და გზის მონაკვეთზე გადმოვიდა ქვა-ღორღი.

 

ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა დროულიად მოხდეს თერგის კალაპოტში დაბრუნება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალში ჩავა და ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ ადგილზე მიიღებს.

 

10 დღის წინ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლისას პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა საგანგებო შტაბი. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

 

დარიალის ხეობაში უნდა ჩავიდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !