ბესელია: ,,შესაძლოა, გიგა ბოკერიაც ვიხილოთ პროკურატურისკენ მიმავალ გზაზე"

Image

საპრალამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის გარდა, პროკურატურა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საქმიანობითაც ინტერესედება.

 


„სააკაშვილს ჰყავს ლობისტები… ზოგიც პირადი განწყობის გამო ცდილობს მის დაცვას. მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაუფარავად ამბობდა, რომ მიშა მისი მეგობარია და აქვს პირადი განწყობა. ამას რა კომენტარი სჭირდება? მშვიდობაში მოახმაროს. ეს პირადი ურთიერთობები რაზეც გადიოდა, კარგად ვიცით და ისიც ვიცით, რას ხმარდებოდა უშიშროების საბჭოს მილიონები. „ნაციონალებს“ რომ ჰკითხო, ლობისტებსო…

 

სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დემოკრატიულ ქვეყნებში არ უკვირთ… ჯერ კიდევ რამდენი საქმეა გამოსაძიებელი? უამრავი ადამიანი ელოდება სამართალს. მომწონს, რომ პროკურატურა გააქტიურდა. მიმაჩნია, რომ სამართლის აღსრულების შემადგენელია იმ რეჟიმის მსხვერპლთა აღიარება და რეაბილიტაცია. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად მოტივირებულია, რათა ამ ადამიანებს დაეხმაროს, ვინც ძალადობის მსხვერპლი იყო…

 

რასაკვირველია, რომ შესაძლოა გიგა ბოკერიაც ვიხილოთ პროკურატურისკენ მიმავალ გზაზე. გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ, პროკურატურა რას დაადგენს. 50 მილიონს რომ ითხოვდა უშიშროების საბჭო, რისთვის? თურმე 5 მილიონითაც შეიძლება ამ სამსახურის მუშაობა, სად მიდიოდა ის თანხები? ცალკეა სალაროს საკითხი და უამრავი სქემა, რომელიც ნელ-ნელა დღის სინათლეზე გამოდის“- განუცხადა ბესელიამ „ალიას“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !