პეტრე მამრაძე: „ღარიბაშვილი უსუფაშვილს აღარ ენდობა, პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარე არის გია ვოლსკი"

Image

„მართვის სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელი, პეტრე მამრაძე ქვეყანაში შემნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრობს.

 

 

- როცა ხელისუფლება „რემენას“ ტესტს ვერ აბარებს, როცა საბუთდება, რომ კონსულს კიევში მართლაც გაუცია საბუთი ბარბაქაძის თბილისში ჩამოსვლაზე, მას დახვდნენ კიდეც და შემდეგ დაიკარგა, როცა ცნობილია რეისის ნომერიც და ეს ინფორმაცია კარგად იციან „ნაციონალებმა“, რადგან პოლიციაში კარგი კონტაქტები აქვთ, ამის შემდეგ სულ სხვანაირი ურთიერთობა იქმნება „ნაცების“ ნარჩენებსა და „განაცებულ“ „ქოცებს“  შორის...

 

ერთმანეთს ეუბნებიან, ეს არ თქვა, თორემ მე იმას ვიტყვიო. ერთმანეთს აშანტაჟებენ ამ ფორმით.

 

ამ თემაზე კი სპეკულირება ასე დაიწყო - ესა და ეს არ თქვა, თორემ მე "რემენაზე" და ფარცხალაძის მიერ მერაბიშვილის გაყვანაზე ვილაპარაკებო. ერთი მხრივ, ხელისუფლება პრინციპული არაა, „ნაციონალები“ კი ამით სარგებლობენ.

 

ზურაბ ჟვანიას დაპატიმრებული ექსპერტი გავიხსენოთ, გაოგნებულები არიან უცხოელები მისი დაპატიმრებით, თუ ეს კაცი ტყუის, მაშინ საწინააღმდეგო საექსპერტო დასკვნა რატომ არ არის დადებული? იმ დროს, როცა გირგვლიანისა და გელაშვილის საქმის გახსნას ამდენი წელი დასჭირდა, ყველამ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ საბოლოოდ დადასტურდა, მე გარწმუნებთ, მრავალი წელი არ დასჭირდება იმას, რომ ახალი ხელისუფლების ეს უკანონო მოქმედებები გაირკვეს.

 

როგორც მელნიკოვმა ილაპარაკა, ფაქტობრივად, ისე გავიგებთ "რემენას" საქმესაც და ფარცხალაძის ამბავსაც. ეს დრო ახლოვდება. ხელისუფლებამ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი თავისი ქმედებებით, რომ ის უკვე დაუცველია პოლიტიკური თავდასხმებისგან და მოუწევს, კიდევ მეტ დათმობებზე წავიდეს.

 

ეს პროცესები არჩევნებამდე განვითარდება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინაიდან საზოგადოება ვერ ხედავს ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გაჯანსაღებას, ეს უდავოდ იფეთქებს. თუ იქნება ძვრა უკეთესობისკენ, ხალხი კიდევ დახუჭავს თვალს, თუ ასე არ მოხდება, ბევრი მძაფრი პრობლემა წამოიწევს.

 

ამას წინათ "ოცნების" ერთი მხარდამჭერი მეუბნებოდა, პოლიციაში დემორალიზებული ვითარებაა, პატრულს მორიგეობის საათები ისე გაუზარდეს, რომ ბიჭები საჭესთან ყვინთავენ, მანქანები ილეწებაო. ორი-სამი სოციალური გამოსვლა რომ მოხდეს, თუნდაც მძღოლების გამოსვლა, შეიძლება ხელისუფლებას ძალოვან სტრუქტურებში დამცველი არ ჰყავდეს.

 

გუნდში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება. ყველამ ვიცით, რა ურთიერთობით მოვიდა ეს ხელისუფლება, გვახსოვს გინების ჩანაწერები და ერთმანეთზე საუბრებიც, ახლა ეს უფრო გაღრმავდა.

 

საქმე ისაა, რომ მთელი ძალაუფლება ღარიბაშვილის ხელშია, ამას ემორჩილებიან პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი, თუმცა მათ ეს სულაც არ უხარიათ, მათ შესანიშნავად იციან, რომ ბევრი სამარცხვინო კამპანია ხდება ქვეყანაში და ხმას ვერ იღებენ, მორჩილების გამო რეიტინგსაც კარგავენ, ამიტომ ფიქრობენ, რამე ისეთი გააკეთონ, რომ საფლავში არ ჩაჰყვნენ ამ ხელისუფლებას.

 

შემთხვევითი არაა ისიც, რომ უსუფაშვილს ღარიბაშვილი აღარ ენდობა და სანდო ინფორმატორისგან ვიცი, პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარე არის გია ვოლსკი.  ყველა ინიციატივა და იდეა ღარიბაშვილისგან გია ვოლსკის პირით ხმაურდება და მიდის პარლამენტამდე. დამიჯერეთ, არც უსუფაშვილი, არც მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი, არც პრეზიდენტი თავის მრჩევლებთან ერთად არ ჩაჰყვება ღარიბაშვილს პოლიტიკურ სამარეში.

 

ამ დაპირისპირებას უცხოეთი უყურებს, როგორც სამარცხვინო, არაადეკვატურ ურთიერთობას. სამარცხვინოა, როცა პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, პროკურატურას უნდა მოეხსნა თუ არა გრიფი კონკრეტულ დოკუმენტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, დიდები პატარა ბავშვებივით კინკლაობენ.

 

ანეკდოტია, მაგრამ უცხოელი დიპლომატები და ელჩები გაგიჟებულები მეუბნებოდნენ, რას ჩხუბობენ ღარიბაშვილი და მარგველაშვილი, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებაზეო. დიპლომატიურად ამბობდნენ, რა არასერიოზული ხელისუფლებააო. უსუფაშვილი ამბობს, მაპ-ი თუ არ მივიღეთ უელსის სამიტზე, მასობრივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია მოხდებაო.

 

ხალხს აჩვევს უკვე ასეთ რამეებს. უარესები თქვა მერე, რამე ისეთი თუ არ მივიღეთ სამიტზე, რომელსაც მივყიდით ჩვენს ხალხს, ცუდად იქნება ჩვენი საქმეო.

 

ეს სამიტი მორიგი ტყუილის გასაღება ხდება. 2016 წელს არის არჩევნები დანიშნული, მაგრამ არჩევნებამდე რომ ვერ მიაღწევს ეს პროცესები, ამის ალბათობა დიდია. ახლა დაიწყო დიდი ჩაშვებები, გაიხსენეთ მელნიკოვის აღიარება.

 

უკვე ისეა მისული საქმე, ოღონდ ციხეში არ ჩაჯდნენ და კანონს გამოიყენებენ, რომ სხვისი, უფრო დიდი ფიგურის დაჭერის სანაცვლოდ თავისუფლებას მოიპოვებენ. ესენი ფიცდადებული მაფიოზები კი არ არიან, ლაპარაკობენ ყველაფერს, როგორც კი მიადგები.

 

რაც შეეხება ლუის ნავაროს, მოგეხსენებათ, გიორგი თარგამაძე მისი ნათლიაა და ერთ-ერთ კვლევაში ქდმ-ს ბევრად მეტი რეიტინგი დაუწერა, ვიდრე ეს საერთოდ არსებობდა. გრეგორი მენჯაკი, რომელიც "ენდიაის" ხელმძღვანელია, იყო ჩამოსული და თავად თქვა, ოფისის მუშაობით არ ვარ კმაყოფილი, არაობიექტურ კვლევებს ატარებსო. 

„ალია“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !