
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენების თემას გაეხმაურა.
მისი თქმით, ვაშინგტონში ბევრი დამკვირვებელი ამ პროცესს პოლიტიკურ დევნად შეაფასებს.
„აქედან გამომდინარე, ქართველი პროკურორებისთვისაც მძიმე ტვირთი იქნება იმის დემონსტრირება, რომ ბრალდებები ეფუძნება უფრო კანონს, ვიდრე პოლიტიკას,“ - აღნიშნა მან და 2007 წლის ნოემბერი გაიხსენა, როდესაც ის აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის დავალებით საქართველოში ჩამოვიდა.
„შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ის მთავრობა იმ დროისათვის, ძალიან შეშფოთებული იყო თბილისში წარმოქმნილი კონფლიქტის პოლიტიკური და არა სამართლებრივი ხასიათის გამო”,- აღნიშნა მან.