
პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობას გამორიცხავს და აცხადებს. რომ ეს საქმე გამოუძიებელი არ დარჩება.
„ იმდენი ვერსია გავრცელდა, მართლა ვერ ვხვდები, რა მოხდა. არ დაგვავიწყდეს, საქართველო ის ქვეყანაა, ეროსი კიწმარიშვილი კი არა, ქუჩაში გალაკტიონ ტაბიძე სცემეს.
თუ მოტივებზე ვისაუბრებთ, ამ ქვეყანაში 20 ათასის გულისთვისაც შეუძლიათ ადამიანის მოკვლა და ხუთი ლარისთვისაც. მყავს მეგობარი, რომელმაც ყველაფერი იცის.
ახლაც მეუბნება, ეროსი კიწმარიშვილის საქმე აშშ-ის გაკეთებულიაო, მაგრამ... თუ ეს შეკვეთილი მკვლელობაა, ამ დონის „ქილერი“ საქართველოს არ ჰყავს, ან უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელი ჩამოვიდა, ეროსი კიწმარიშვილს ისე დაუმეგობრდა, მანქანაში ჩაუჯდა და მოკლა.
თეორიებით ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სპეცსამსახურს იმიტომ ჰქვია სპესამსახური, რომ მისი ხელი საქმეში, როგორც წესი, არ ჩანს. ვფიქრობ, გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
„ვერსია“