
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა სოციალურ ქსელში იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ჩეჩნეთში შესვლა ეკრძალებათ.
მანვე მათი საბანკო ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. სიაში აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას, ევროსაბჭოს თავმჯდომარის, ჰერმან ვან რომპეის, ევროპარლამენტის თავმჯდომარის, მარტინ შულცის გვარები ფიგურირებს.
„მთელი მსოფლიო მოწმეა ლიბიელი, ერაყელი, სირიელი ხალხის ტრაგედიის. ბოლო დროს კი უკრაინის. დემოკრატიის ექსპორტის საბაბით ამ ქვეყნებში ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებსა და ბავშვებს.
ანადგურებენ ქალაქებს, რელიგიურ წმინდანებს. ყველაფერზე რაც ხდება, პასუხისმგებელია აშშ და ევროკავშირი. მათი ხელმძღვანელების მოქმედებები ტერორიზმია, რომელიც მიმართულია ქვეყნებისა და ერების წინააღმდეგ.
გადავწყვიტე დავაწესო სანქციები და შევქმნა სია, სადაც შევა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი.
დავავალე გაყინონ მათი საბანკო ანგარიშები და ნებისმიერი აქტივები. 27 ივლისიდან აღნიშნულ პოლიტიკოსებს ეკრძალებათ ჩეჩნთის რესპუბლიკაში შემოსვლა" - წერს რამზან კადიროვი.
შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი შეყვანილია ევროკავშირის შავ სიაში. ამ სიის წევრებს ნოემბრამდე ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა, ხოლო მათი აქტივები, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება.