„ეს ნამდვილად არ არის ჩემი ქართული ოცნება“- ელისო ჩაფიძეს ტყიბული კინაღამ „აახიეს“

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს  (რომლის სახელსაც იგი არ ასახელებს),  ჰქონდა მცდელობა ტყიბულში თანამდებობები საკუთარი კადრებით დაეკომპლექტებინა.

 

 

„გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ჩემსა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს შორის, რომელიც ტყიბულში გარკვეული საკითხის გადაჭრას ცდილობდა.

 

მაქსიმალურად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ რუხი კარდინალების ჩარევა ჩემი რაიონის ცხოვრებაში არ განხორციელდეს.

 

ეს ნამდვილად არ არის ჩემი ქართული ოცნება. გუნდის დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი ამ გუნდთან ერთად", - განაცხადა ჩაფიძემ.  

 

გავრცელებული ინფორმაციით,  ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ნუგზარ ყიფიანს უპირისპირდება.

რამდენიმე კვირის წინ, ტყიბულის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების” 13 წევრმა საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, რასაც ელისო ჩაფიძე საბოტაჟის მოწყობის მცდელობას და ნუგზარ ყიფიანის საკრებულოს საქმიანობაში ჩარევას უკავშირებს.

 

როგორც ირკვევა, ტყიბულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელთა ნაწილს გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი შეხვდნენ, რომელიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტყიბულში "ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო.

 

რობიზონ გვენეტაძის განცხადებით, ნუგზარ ყიფიანის ტყიბულში იმის გამო ჩავიდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების” კანდიდატი თამაზ კუბლაშვილი მშვიდობიანად და ხმების უმრავლესობით იქნას არჩეული.

 

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !