
პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„პირდაპირ თქვენს ტონალობაში გადავალ - მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთი პრემიერი დაგვინიშნა.
დიდი მადლობა ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთი მთავრობა გვეყოლება, მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასეთი პარლამენტი ვართ თქვენთან ერთად, დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ქალბატონი ეკა ბესელია მუზებზე მესაუბრება, მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ნოდარ ხადურმა 700 მილიონი სად დაკარგა, კაცმა არ იცის და უკან ზის და ხითხითებს.
მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ქურდებს ვიღებთ და ვაცილებთ ქვეყნიდან, მადლობა ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის, დიდი მადლობა, რომ მზე ამოდის საერთოდ, რომ ჩვენ ვარსებობთ.
მადლობა, რომ ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე მიკროფონს არ მირთავს, უდიდესი მადლობა. მაპატიეთ, თუ რამე შეგცოდეთ და ინდაური რომ მყავდეს, იმასაც გავათავისუფლებდი. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ მეხი არ დამეცა ამ სიტყვის წარმოთქმის დროს", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.