
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს 18 ივლისისთვის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე დღეს უნდა მიმართოს.
თავად გიორგი მარგველაშვილი რატიფიცირებას დაესწრება თუ არა ჯერჯერობით უცნობია, რადგან როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პარლამენტიდან მოსაწვევი არ მიუღიათ.
აღნიშნულ სხდომას ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კენჭისყრის დაწყებამდე სიტყვით გამოვა.