-
2014-07-16 16:16
„ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილი ლიდერის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი საკაბელო ტელევიზიის გახსნას გეგმავდა და კონცეფციაც უკვე შემუშავებული ჰქონდა, რომელიც განსაზღვრავდა არხის მუშაობას.
„ბოლო ერთი წლის, წელიწადნახევრის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობები გვქონდა. ვხვდებოდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით გარკვეულ გეგმებზე და ეს გეგმები უკავშირდებოდა ტელევიზიას. გარკვეულ კონცეფციაზეც კი ჩამოვყალიბდით უკვე.
შემდეგ როდესაც მან გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო თვითმმართველობის არჩევნებში რუსთავში, ეს კონტაქტი შეჩერდა ჩვენს შორის. თვითმმართველობის არჩევნების დროს ერთხელ შევეხმიანეთ ერთმანეთს, ტელეფონი დაკარგა, მონაცემები წაეშალა და მთხოვა რამდენიმე ჟურნალისტის პოვნაში დავხმარებოდი“, - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=29693