
აღნიშნულის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.
ვიცე-პრემიერის კახა კალაძის თქმით, ამ თემაზე განცხადება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა მისთვის გაუგებარი მიზეზით გააკეთა, თუმცა ტარიფების არანაირი ზრდა არ იგეგმება.
„ელექტროენერგიის ტარიფს ზრდა არ ემუქრება და შენარჩუნდება ის ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას 4 თეთრით შემცირდა“, - აღნიშნა კალაძემ.