
2014 წლის 10 მაისს „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ გაასაჯაროა დოკუმენტი, რომელიც მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მიაწოდეს და რომელიც დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღებულ მაღალ ხელფასებს ასახავდა, თუმცა, დღევანდელი ბრიფინგი პარტიის ერთერთმა ლიდერმა კიდევ ერთ პრობლემას მიუძღვნა.
აღმოჩნდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული დარღვევები ამით არ ამოწურულა. დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მიერ 2014 წლის დასაწყისში შევსებული დეკლარაციები არ მოიცავს ზემოაღნიშნულ შემოსავლებს.