-
2014-05-10 12:29
სასჯელაღსრულების სამინისტროში, მხოლოდ 2013 წლის დეკემბრის თვეში დაუჯერებელი რაოდენობის ხელფასია გაცემული, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
ნადირაშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლისთვის 20 დეკემბერს ჩარიცხული ხელფასის რაოდენობა გაასაჯაროვა:
,,გახარია გოგი 39 ათას 130 ლარი ;
რუსთავი 2-ის დაცვის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე 38 790 ლარი;
მაჩაიძე სიმონ-38 733;
ტორაძე შალვა 31 243;
თუთარაშვილი შოთა 30 386;
ელიზბარაშვილი შოთა 29 307;
ასანიშვილი ზურაბი 28 223
კოტეტიშვილი ვახტანგი -23 494;
ტრაპაიძე შოთა 23 270;
ჩელებაძე მამუკა- 21 505,
როდონაია ლაშა- 20 703;
ზედგინიძე ტარიელ -20 358;
ახვლედიანი თენგიზ -19 018;
დოთიაშვილი დავითი 18 845;
გულბიანი გიროგი- 18 192;
კიკალიშვილი ილია -18 525;
ვერულაშვილი ნესტანი -18 251;
დარბაისელი დიმიტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარე- 18 222."
ნადირაშვილის თქმით, დეკემბრის თვეში ვინც ყველაზე ნაკლები ხელფასი აიღო იყო როდონაია 10 504 ლარი.
დეპუტატის განცხადებით, ის ამ ინფორმაციას თვენახევარია ფლობს და გადამოწმებას ცდილობს, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტროდან სადეპუტატო შეკითხვაზე, თუ რა რაოდენობის ხელფასი ჩაირიცხა დეკემბრის თვეში მან პასუხი ვერ მიიღო.
ნადირაშვილი ეჭვობს, რომ ეს უკავშირდება ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეს, მისი თქმით, "ბოტასების ქურდმა ფარცხალაძემ" მერაბიშვილი ციხიდან 17 დეკემბერს გაიყვანა, ხელფასი კი სამინისტროს თანამშრომლებს 20 დეკემბერს ჩაერიცხათ, დეპუტატი ფიქრობს, რომ შესაძლოა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ თანამშრომლების დუმილი იყიდა.