
“მზად ვარ საბოლოო დათმობაზეც წავიდე და თუ ავიაკომპანიას თანხმობას მისცემენ, დავთანხმდე გახარიას პირობას და მთავრობის ფონდში გადავარიცხინო საჭირო თანხა. მეტი რაღა ვქნა რათა ჩვენ ხალხს დავეხმარო…”-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობისგან ნებართვას ითხოვს, რომ შემოუშვას უკრაინული ავიაკომპანია „სკაიაპი”, რომელიც მზად არის რეისები შეასრულოს ევროპიდან და უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები სამშობლოში.