
ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას თქვა,
რომ წინა მთავრობის დროს ციხიდან გვამები გამოჰქონდათ. ხუნდაძის თქმით, დღეს სხვაობა ნამდვილად შესამჩნევია,
რადგან ვანო მერაბიშვილი კოსტუმში გამოწყობილი გამოვიდა მატროსოვის ციხიდან.
"ციხის კარი ზოგჯერ იკეტება, ზოგჯერ იღება კიდეც. ხედავთ, რომ ეს არაა დაკავშირებული საარჩევნო კალენდართან,
როგორც ეს იყო ადრე. სხვაობასაც ხედავთ. ადრე ადამიანი ნაწამები გამოდიოდა, ზოგი ამასაც ვერ ახერხებდა, ყოველ
5 დღეში 3 გვამი გამოდიოდა სასჯელაღსრულების სისტემიდან, დღეს ხედავთ, რომ კოსტუმში გამოწყობილი გამოდის
მერაბიშვილი და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს".