პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ლიდერის სახლისკენ გადაინაცვლეს
და გუშინდელი ღონისძიება დაასრულეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა შეასრულეს საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები და განაცხადეს, რომ ეს მმართველი პარტიის
ლიდერისთვის ბოლო გაფრთხილებაა.
საპროტესტო აქცია დღეს ისევ 19:00 საათზე განახლდება.
ფოტო: ნინი ვაშაკიძე