
შეკითხვაზე, განმუხტავს თუ არა მინისტრის გადადგომა კრიზისს, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ გადადგომამ კრიზისი
შეიძლება განმუხტოს ან გააღრმავოს.
„ამ შეფასებებში მე არ შევდივარ. დღეს მაქვს კონკრეტული ამოცანები, რომლის ძირითადი გარემოება შემდეგია: პოლიცია,
რომელიც ამ ღონისძიების შემდეგ არის მისახედი. ასევე, გამოძიება, რომელიც დაწყებული გვაქვს ორგანიზებული ძალადობის
ფაქტზე სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის სახით, რომელიც ასევე არის ჩემი დასასრულებელი“, - თქვა შს მინისტრმა.