
სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა.
მელის გათავისუფლების სანაცვლოდ 30 000-ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს.
გადაწყვეტილება მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო.
მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლის, დანაშაულის განმეორების და
მტკიცებულებების განადგურების საფრთხის მოტივით ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი.