
რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა „ეხომოსკვისთან" საქართველოში მიმდინარე
პროცესებზე ისაუბრა.
"მეკითხებოდნენ გავიდოდი თუ არა მიტინგზე, ჩემი პაუსუხია - არა. ადამიანებს შევახსენებ, რომ მათი ემოციებით
პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირებენ. ასევე მისვამენ შეკითხვას - საშიშია თუ არა საქართველოში წასვლა?
იქ სადაც პროვოკატორები არიან, ნებისმიერ ქვეყანაში საშიშია. თუმცა ეს არ გამორიცხავს ქართველების
კეთილგანწყობილებას რუსი ტურისტების მიმართ" - ამბობს კანდელაკი.